fbpx

დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაზე: წარმოდგენაც კი მეშინია, ოპომედიაში ამას რა საზეიმო გამოხმაურება მოჰყვება

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერი-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას – „ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „როგორი „რუსული“ განაცხადია. როგორი ვერაგი, „კრემლური” განზრახვა. როგორი „პუტინისტური” სულისკვეთებაა – პარტნიორებთან ერთად ვალდებულება გქონდეს უკრაინის აღდგენაში შენი წვლილი შეიტანო. ამაზე მეტი დასტური რად გინდა, რომ ეს არის „რუსული რეჟიმი”, ხოლო უკრაინის ღია, ხმამაღალი მხარდაჭერა – ეს ხომ „რუსული ოცნებაა”. ამის მერე გაუმჭვირვალე სანქციებიც მეცოტავება. ამას ევროსაბჭოდან პირდაპირ გარიცხვა უნდა მოჰყვეს და სომხეთზე ზეწოლა – ჩვენთან სავიზო რეჟიმი დააწესოს. წარმოდგენაც კი მეშინია, ოპომედიაში ამას რა საზეიმო გამოხმაურება მოჰყვება. თუ მათ ტოქსიკურ არხებზე შემთხვევით გადართავთ და ვინმე რამეს გაიგებთ, მეც შემატყობინეთ გეთაყვა (თუ მაშასადამე?)” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება