fbpx

დავით ქართველიშვილი: ეკონომიკურ სანქციებს საქართველო დაძლევს იმიტომ, რომ ქვეყანა დღეს გლობალურად მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის ნარატივს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდება ეკონომიკური სანქციები, რომელიც ტვირთად დააწვება ქვეყანას, ოპტიმიზმით პასუხობს და აცხადებს, რომ ეკონომიკურ წნეხს საქართველო გაუძლებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს უკან ისეთი მოთამაშეები დგანან, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ვერაფერს დააკლებს. დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველო აღარ არის უწინდელივით სუსტი ეკონომიკის ქვეყანა და ის გლობალურად მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილია. „ეკონომიკურ სანქციებს საქართველო დაძლევს იმიტომ, რომ ქვეყანა დღეს გლობალურად მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილია, იმ ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ტოკიოს და ლისაბონს აერთიანებს და რომელზეც გადის მთელი ევროკავშირის და აზიის მნიშვნელოვანი ინტერესები. ჩვენს უკან უკვე ისეთი მოთამაშეები დგანან, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციები, არ მგონია აშინებდეს, იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, ლიდერების, თუ მთავრობის წევრების ბედზე. ეს არის გლობალური ეკონომიკური მოთამაშეების გეგმებში შემავალი საქართველო და ამ მოთამაშეს – გლობალური მშვიდობის პარტიას, სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი, აყვავებული საქართველო,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება