fbpx

დავით ქართველიშვილი: ევროპულმა საზოგადოებამ ფსევდოლიბერალურ ხელისუფლე ბებს, ამ ავანტიურისტებს და ფაქტობრივად, გლობალური ომის პარტიას, უარი უთხრა, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში, მემარჯვენე კონსერვატორული ძალები კოალიციას შექმნიან

„ვიოლა ფონ კრამონის საოცარ აღიარებასაც მოვესწარით, რომელმაც თქვა, რომ გერმანიის არჩევნებს პუტინთან არავითარი კავშირი არ ჰქონიაო და არჩევნების შედეგებში ფაქტობრივად გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა, ოღონდ, რაღაც ნამრავლებად დაყო – ამერიკამ, გერმანიის დაზვერვამ, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ გერმანიის არჩევნები საშინლად ჩარეულიყვნენო.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტის შემადგენლობა შესაძლოა რევოლუციური არ იყოს, მაგრამ როდესაც მათი 720-ვე მანდატი შეივსება, დაიწყება შიდა მიგრაცია მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის, ადგილის ძიებაში.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებებმა ორი წლის განმავლობაში დაინახეს, თუ რას ნიშნავს ომი. დაინახეს ის იარაღი – საერთაშორისო სანქციები, რომელსაც რუსეთი უნდა დაექცია, ბუმერანგივით როგორ შეუბრუნდა თვითონ ევროკავშირს, რომელიც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ევროპულმა საზოგადოებამ ფსევდოლიბერალურ ხელისუფლებებს, ამ ავანტიურისტებს და ფაქტობრივად, გლობალური ომის პარტიას, უარი უთხრა. ამიტომ, დომინოს პრინციპით, სხვადასხვა ქვეყანაში, მემარჯვენე კონსერვატორული ძალები იმ კოალიციას შექმნიან, სადაც მათ ხელში იქნება საკონტროლო პაკეტი და რომელიც ამ ქვეყნების ახალ მიმართულებას წარმართავს, რაც საკუთარი თავისკენ დაბრუნებას ნიშნავს – ტრადიციონალიზმისკენ, ქრისტიანული ფასეულობებისკენ და ა.შ.

დღევანდელი ევროპარლამენტის შემადგენლობა შესაძლოა რევოლუციური არ იყოს, მემარჯვენეობა-მემარცხენეობის ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო, გარდამავალი პერიოდი, როდესაც ერთი-ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში 720-ვე მანდატი შეივსება, დაიწყება შიდა მოძრაობა და შიდა მიგრაცია, სწორედ რომ მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის თავიანთი ადგილის ძიებაში.“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება