fbpx

დავით ნოზაძე ხევსურთსოფლიდან დევენაანთხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხევსურთსოფლიდან სოფელ
დევენაანთხევის მიმართულებით საავტომობილო გზის მოასფალტების
სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 700 მეტრის სიგრძეზე საფუძვლის ქვედა და
ზედა ფენების მოწყობა, ასევე, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება,
მოეწყობა სანიაღვრე არხები და გზა მოინიშნება, განთავსდება შესაბამისი საგზაო
ნიშნებიც.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით
ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად
გაეცნო.
როგორც მხარის ხელმძღვანელმა პირმა განმარტა, ამ ეტაპზე, ოთხივე
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების,
ადგილობრივი ბიუჯეტისა თუ მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით,
ჯამში, 21 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 30-ზე მეტი საგზაო
ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დავით ნოზაძის განცხადებითვე,
მსგავსი სახის სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება