საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით,რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენისინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.„ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებშიგამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურისდაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და„სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზებისგაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამისაღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში,ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ პრეს კლუბ„მთავარში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას სმს შეტყობინებებისსახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, თუ სად დაფიქსირდა ავარიები, რაპერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა დაბუნებრივი გაზის მიწოდება.