fbpx

დავით მათიკაშვილი – მოსამართლეების სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, უნდა გაუქმდეს – ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, აშშ-ც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას



[მოსამართლეების] სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს – ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, კეთილსინდისიერების კუთხით საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი პოზიცია აქვს და “ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას”.

“ნიკა გვარამიას საქმეზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, ასევე “რუსთავი2″-ის საქმეზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა და როდესაც აბსოლუტურად სხვა შედეგი დგება, რომ თურმე არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად მოხდა მათი საქმეების განხილვა, არავინ არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს და ბოდიშს არ იხდის. ამიტომ ეს სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმეს და ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან სწორედ იმ მოცემულობაზე ხდება დარტყმა, სადაც საქართველო მაქსიმალურ წარმატებას აღწევს”.

“საქართველოში არის ერთადერთი “კლანი”. ეს არის NGO-ების გაერთიანება, რომელთაც აქვთ მიზანი ქვეყნის წინსვლას, პროგრესულ განვითარებას, რაიმე სახით ხელი შეუშალონ. ამ NGO-ების “კლანს” ეხმარებიან კონკრეტულ პირი მოსამართლეები, რომლებიც თურმე, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ თურმე მადლობის ნიშნად,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება