პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი დავით კაჭარავა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობს. დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები პირდაპირ მეტყველებს საქართველოს მიმართ მათ ვასალურ დამოკიდებულებაზე. „რაც მისაღებია ევროკავშირისთვის და ევროპელებისთვის, მიუღებელი ყოფილა ქართველებისთვის. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიმართ აქვთ ვასალური დამოკიდებულება. არ ვაპირებთ ამ ურთიერთობაში, ასეთი ფორმით ყოფნას. ჩვენ გვინდა ყველასთან თანამშრომლობა, ინტერესების გათვალისწინება. შანტაჟის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ.“- ამბობს კაჭარავა