fbpx



დავით ბერძენიშვილი: “აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით?”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით ბერძნიშვილმა ფეისბუქზე გააკეთა განცხადება დავით გარეჯის შესახებ.

მისი პოსტის მიხედვით, არ ღირს აზერბაიჯანთან ამ ტერიტორიაზე ყურადღების გამახვილება, რადგანაც ის ამჟამად ომშია და ეს ყველაფერი “რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”.

აგრეთვე მისი თქმით ივანიშვილის მხრიდან სამარცხვინოდ და სახიფათოთ აფასებს იმ ქმედებას, რომ ქვეყანა ცდილობს დავით გარეჯის ტერიტორია და ლავრები დარჩეს საქართველოს მფლობელობაში და პასუხისმგებლობის ქვეშ დადგეს იმ პიროვნებების საქმე ვინც წლების მანძილზე ჩართული იყო საზღვრის დადგენის პროცესში და არ იყენებდა და ცდილობდა მოძიებას იმ რუკების რომელთა გამოჩენა საქართველოს მხარის ინტერესებს დაიცავდა საზღვრის დემარკაციის პროცესში.

დავით ბერძენიშვილი:

ხელისუფლებავ!!!
აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ?
3500 ჰექტარს ედავებით?
მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.
საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.
2007 წ. პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელობა.
დახურულ სხდომაზე ვსაუბრობდით მძიმე პრობლემებზე, სწორედ გარეჯის მიმდებარე და სხვა სასაზღვრო ტერიტორიებზე. ამასთანავე, არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა.
რესპუბლიკელები მკაცრად ვაკრიტიკებდით მაშინდელ ხელისუფლებას დსთ- ში დარჩენის, ორივე კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობოების ეგიდით რუსის ჯარის დატოვების გამო.
ამასთანავე, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით სათუთ საკითხებს.
თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი , 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება.
არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც.
ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!!
რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???

ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის…

Posted by David Berdzenishvili on Wednesday, October 7, 2020

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია