fbpx

დაგვხვდა ფაილი, რომელშიც იდო საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები ფოტო-ვიდეომასალა და მეტი არაფერი-თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი სტრასბურგის საქმეზე-დაგვხვდა ფაილი, რომელშიც იდო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები და ანგარიშები, ფოტო-ვიდეომასალა და მეტი არაფერი”- განაცხადა თეა წულუკიანმა “POSTV”-ს ეთერში, როდესაც სტრასბურგში, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების მიერ მომზადებულ სასარჩელო საქმეზე საუბრობდა. “აი ასეთი საქმე დაგვიტოვეს და ჩვენ რეალურად, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას მოვანდომეთ ეს წლები.”– ამბობს თეა წულუკიანი. მისივე თქმით, იმ ფორმით, როგორც მათ ეს საქმე დახვდათ, რომ გაგზავნილიყო სტრასბურგში, ეს დასრულდებოდა რუსეთის გამარჯვებით, ვინაიდან მასში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოხდა აღნიშნულ დოკუმენტში უამრავი მტკიცებულების, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის დამაგრება საქმეზე და მხოლოდ ამის შემდეგ წარდგენა სტრასბურგის სასამართლოსთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება