დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მოეწყო იატაკზე ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ- ფანჯრები, დარბაზში შეკიდული ამსტრონგის ჭერი, ახალი კიბე, შეიცვალა ელექტრო სისტემა და მოპირკეთდა ეზო.
შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალმე” აწარმოებდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 355 980 ლარს შეადგენდა.