fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე

“უსამართლობა, არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების სანქციები, მას არ შეაშინებს და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ათქმევინებს.
„როდესაც ვსაუბრობთ უსამართლობაზე, ვგულისხმობთ იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, რომლებიც პატივს არ სცემენ ევროპულ ინსტიტუციებსაც კი. ასეთია ევროპის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილება პატიმარ სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, უტიფრად, უკანონოდ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
უსამართლობა, არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან.
ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე,“ – განაცხადა მაჭარაშვილამა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება