Mrbee

გურამ მაჭარაშვილი: ის ფაქტი, რომ რადიკალები შოვში არ ჩასულან და ისე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნიშნავს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი აქვთ, ოპოზიცია ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე | xnews.ge

გურამ მაჭარაშვილი: ის ფაქტი, რომ რადიკალები შოვში არ ჩასულან და ისე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნიშნავს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი აქვთ, ოპოზიცია ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ – ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რადიკალური ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები არ ჩასულან და ისე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და არსებობს. მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ და ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. იქ არ ჩასულან. იქნებ, ნახავდნენ რაიმე არგუმენტს, კომისიის შექმნისთვის რომ გამოადგებოდათ, ან იქნებ, ცოტა ხნით გადაიფიქრებდნენ და იტყოდნენ, მოდით, დაველოდოთ, გამოძიება რას იტყვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება