fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოში მათ უჭერს მხარს – მოიგონ არჩევნები და არა მხოლოდ ეს კანონი, სხვა კანონებიც შეცვალონ, მაგრამ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს

“ეს კონკრეტული ინციდენტი იყო, როდესაც ჩვენ ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ – დღეს საქართველოს სუვერენიტეტს იმით ებრძვიან, რომ ამბობენ, არ უნდათ გამჭვირვალობის კანონი, რადგან ეს ვიღაცას ევროკავშირში არ მოსწონს – სწორედ ეს ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს”, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც მასა და დეპუტატ ანა წითლიძეს შორის პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერები ახალგაზრდებს აქეზებენ, რომ ისინი პოლიციას ფიზიკურად დაპირისპირდნენ. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე წესრიგის დამყარებისთვის.

“სამწუხაროდ, მხოლოდ ანა წითლიძე არ არის “ნაც-მოძრაობაში.” ის დერეფანში გამოდიოდა და იქიდან იყო შეძახილები. საზოგადოებამ სიმართლე უკვე უნდა იცოდეს – ჩვენი “ხალხის ძალის” პოლიტიკა ეს არის. ეს ადამიანები, რომლებმაც რეზოლუციას ხელი მოაწერეს და ომის დაწყება ქართულ ჯარს დააბრალეს, დღესაც კი იმ პარტიაში არიან – ადამიანებმა, რომელმაც უბედურებები მოუტანა ქვეყანას და 2008 წელს გაბრუნებული რუსეთის ჯარი უკან შემოიყვანა. დღეს ჩვენ გვეძახიან რუსებს და მონებს. ეს ინციდენტი მოხდა, რადგან ჩვენ არ გავუტარეთ და აღარასოდეს გავუტარებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი ღალატით და სიცრუით კვებავენ. ეს კონკრეტული ინციდენტი იყო, როდესაც ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ – ის, ვინც დღეს საქართველოს სუვერენიტეტს იმით ებრძვის, რომ ამბობენ, არ უნდათ გამჭვირვალობის კანონი, რადგან ეს ვიღაცას არ მოსწონს ევროკავშირში, სწორედ ეს ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს. ასეთ ადამიანებს უნდა უთხრა ის, რასაც რეალურად ფიქრობ. მცდელობა არის ის, რაც ვიხილეთ – წითლიძე იქნება, დეკანოიძე თუ ხაბეიშვილი, ვიხილეთ, რომ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ პოლიციასთან ფიზიკურად დაპირისპირებისკენ, ქვების სროლისკენ და ეს ადამიანებმა პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ამიტომაც ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მან წააქეზა ეს ახალგაზრდები. მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ მაქსიმალურად იკავებდა თავს და ცდილობდა, რომ აქცია ჩაეყენებინა კანონის ფარგლებში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება