fbpx

გული მაქვს გახეთქვაზე,ანანიაშვილის საქციელს გამართლება არა აქვს-მიხეილ სააკაშვილი

ამას გამართლება არ აქვს – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საოპერო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას.

როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო, არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წთ უკრავდა ხალხი ტაშს, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ რომ მომწონსთქო, ამას გამართლება არ აქვს – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარი აქცენტების” ეთერში.

მესამე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან და ზოგადად პოლიტიკიდან წასვლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის ქმედებებზე პარტია პასუხს აღარ აგებს: 

ვაშაძემ თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარეობიდან. მე მიმაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უბრწყინვალესი, ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შემდეგ, გერჰარდ შრიოდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა “გაზპრომის” მმართველი, არ შევადარებ გაზპრომს ბალეტს მითუმეტეს, როცა გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი არის საქარველოში…შრიოდერი უკვე აღარა იყო გერმანიის კანცლერი და ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე უკვე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება