fbpx

გრიგოლ ვაშაძის საუბარი პარტიის პოზიციას ემთხვევა-ზაალ უდუმაშვილი

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუზეც ისაუბრა.

როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, გრიგოლ ვაშაძის საუბარი პარტიის პოზიციას ემთხვევა.

„გრიგოლ ვაშაძე არის პიროვნება, მას აქვს თავისი პოზიცია, თუმცა მისი პოზიცია არის სრულ თანხვედრაში პარტიასთან. გუშინ ბატონმა გრიგოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, თუმცა დიალოგზეც უნდა იყოს საუბარი. ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან სასაუბროდ პროტესტის გარდა სხვა ფორმატი არ გაგვაჩნია. ​მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ ხელისუფლება ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დიალოგის მომხრედ, მაგრამ მე ჯერ ვერც ერთი რეალური ნაბიჯი ვერ დავინახე ამისკენ გადადგმული.

შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კიდევ ერთხელ ასახელებს პირობებს, რა შემთხვევაშიც ხელისუფლებასთან დიალოგი შედგება.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ პირობით მივდივართ ჩვენ დიალოგზე “,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია