fbpx

გრეტა წიწავა: საინტერესოა, როგორ შეაფასებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შინ და გარეთ სააკაშვილის „დაჟინებული“ გულშემატკივრები


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა.

საინტერესოა, როგორ შეაფასებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შინ და გარეთ მისი „დაჟინებული“ გულშემატკივრები, რომელთა ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესები ხილული იყო…

პ.ს: მჯერა „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ყოველთვის საქართველო გაიმარჯვებს!
პ.პ.ს: პატიმრები როგორ იყვნენ 2012-მდე და ახლა როგორ არიან, ამაზე ვრცლად შემიძლია ვისაუბრო!!!“ – წერს გრეტა წიწავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება