fbpx

გრეტა წიწავა: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია – 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა, 2012 წელს მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან

“ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, გრეტა წიწავა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა; რაც შეეხება “ქართული ოცნების” გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს.

“ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე.
🇬🇪🇪🇺 2012 წელს , ” ქართულ ოცნებას” მძიმე რეალობა დახვდა , მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება.
დღეს კი, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი საფიქრალი – მშვიდობა, ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა.
პ.ს: ბოლო კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 55% მეტი უჭერს მხარს- კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ საგრძნობლად აწევს.” – წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება