Grassroots Cup Georgia -“გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” – 20 გუნდის მონაწილეობით გამართული ტურნირი წარმატებით დასრულდა
კახა კალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა მასშტაბური საფეხბურთო ტურნირი “გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი”, რომელშიც 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 16 გუნდი დასავლეთ საქართველოდან იყო, ხოლო 4 – თბილისიდან. ტურნირში საერთო ჯამში დაახლოებით 450-მა ბავშვმა იასპარეზა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა – 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის.
გამარჯვებული გუნდები:
2012 წელს დაბადებულთა კატეგორიაში:
• I ადგილი – იბერია 1999
• II ადგილი – ტორპედო ქუთაისი
• III ადგილი – სამტრედიის ლოკომოტივი
2013 წელს დაბადებულთა კატეგორიაში:
• I ადგილი – თბილისის ლოკომოტივი
• II ადგილი – ტორპედო ქუთაისი
• III ადგილი – ქუთაისის სერვალი



