fbpx

გოგი წულაია ციხიდან მიმართავს ირაკლი კობახიძის მამას

გოგი წულაიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ციხიდან გამოგზავნილი, მისი მორიგი წერილი ქვეყნდება:

„მინდა მივმართო ირაკლი კობახიძის მამას გია კობახიძეს .

ჩვენ არ გვიმეგობრია, მაგრამ როგორც თანამებრძოლს გამიხარდა ,როცა მისი შვილი პირველად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, ეხლა ის “ქართული ოცნების” თავჯდომარეა და ერთ-ერთი გავლენიანი პირი ქართულ პოლიტიკაში.

მინდა შეგახსენო , რომ ზვიადიც მისმა გარემოცვამ დაანგრია , ისევე როგორც შევარდნაძე , სააკაშვილი.

და ამ ყველაფრის ფონზე,

როგორც , ძველი კოლეგა და თანამებრძოლი თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ გირჩიო თქვენ შვილსაც იგივე რომ არ მოუვიდეს დროა განარიდო სიტუაციას , თორემ მალე მისივე გარემოცვა დაღუპავს , ვისაც რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება, ის თავად გაურბის და მოხალისეებს ეძებს რომ აჰკიდოს ძალიან მძიმე ტვირთი,

ხომ ხედავთ თავად ბიძინაც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გაიწია გვერდით.

და ბოლოს მინდა დავასრულო ჯორჯ ბერნარდ შოუს გენიალური სიტვებით – “ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება