fbpx

გოგი მეშველიანმა დმანისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა
და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა დღეს დმანისის ბიუროში
მოქალაქეთა მიღება გამართა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა მაჟორიტარს საკუთარ
საჭიროებებზე ესაუბრნენ.
„ადგილზევე განვიხილეთ მოგვარების გზები, ხოლო საკითხებზე
რომელთა გადაჭრა დროს და სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო
თანამშრომლობას მოითხოვს განვაგრძობთ მუშაობას და
უფლებამოსილების ფარგლებში ძალისხმევას არ დავიშურებთ მათ
გადასაწყვეტად.“ -განაცხადა გოგი მეშველიანამა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება