გოგა ხაინდრავა-არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა თუ როგორი გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკუთარი სამშობლოსი

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს“,-ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ტვიტერზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან დავა წააგეს.

გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა თუ როგორი გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკუთარი სამშობლოსი.

„მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება – რატი ბრეგაძე.

თაღლითები, რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები ამ განაჩენით გამოჩნდა!“,-წერს გოგა ხაინდრავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება