fbpx

გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა


გლდანის გამგეობის მიერ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ
კორპუსებთან სკვერი ეწყობა.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რაც გაიტანეს და
შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000
კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება
ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი
პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება
გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. ასევე,
განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე
სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია