fbpx

გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელი რამდენიმე მისამართზეიცვლება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის
განხორციელება გრძელდება. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის
რეაბილიტაცია ამჟამად, 23 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე –
მიმდინარეობს.
მათ შორის, სამუშაოები III ა მიკრორაიონის N15ა კორპუსში, ექვსივე სადარბაზოში
ხორციელდება, სადაც, ქსელი დაახლოებით, 421 გრძივ მეტრზე იცვლება და
აღნიშნულისთვის 102 587 ლარი დაიხარჯება.
ასევე, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან მიმდინარეობს,
სადაც შიდა და გარე ქსელი რვავე სადარბაზოში დაახლოებით, 755 გრძივ მეტრზე
იცვლება და აღნიშნულისთვის 195 730 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება