fbpx

გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების
ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 71
პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი
დაიხარჯა.
აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა;
წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა; შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი;
საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები – კიბეები,
სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა
ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა.
აღმნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს.
ამხანაგობა კი სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხას
ამხანაგობის ანგარიშზე ათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-
პატრონობას მოახმარს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება