გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდანსხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიგანახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარიდაიხარჯა.გასული 6 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდასკვერებს, სპორტულ მოედნებს, მოეწყო და განახლდა გზის საფარი.კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 102 კვ.მეტრ ფართობზემოწესრიგდა. სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტები 35მისამართზე განხორციელდა. სამ მისამართზე მოეწყო სკვერი,გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 70 პროექტი.,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობაზე მორგებულიპროექტების განხორციელება და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაცმოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ, გამგეობისთვისპრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე,სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელება. წელს,ექვსი თვის განმავლობაში გამგეობამ არაერთ ქუჩაზე მოაწესრიგასაგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნა მწვანე სივრცეები, ასევე,დემონტაჟი ჩავუტარეთ ავტოფარეხებს და მათ ნაცვლად სკვერებიმოვაწყვეთ. გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებააბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა. წელს კიდევ ბევრიმნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი გვაქვს როგორც მიმდინარე,ასევე, დაგეგმილი,” – აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ ერთ-ერთი დასრულებული პროექტის დათვალიერებისას.