გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12
000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი
ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად
მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი
სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები,
ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და
საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს
დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა
კახა კალაძემ.
მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი
კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.