fbpx

კონსოლიდაცია აუცილებელია!

გიორგი ცუცქირიძე, ანალიტიკოსი

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დიდი ალბათობით შიდა გადადების პრეცენდენტი დაფიქსირდა, რაც მისივე განცხადებით საგანგაშო ნიშანია. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ინფორმაცია ემთხვევა პროგნოზებს აპრილის თვეში ვირუსის გავრცელების პიკზე.

და ამ დროს როდესაც ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო დიდი კონსოლიდაცია და მეტი სამოქალაქო პატრიოტიზმი, რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? იმის მაგივრად, რომ გაითავისოს ეს მოსალოდნელი საფრთხეები და რაღაც პასუხისმგებლობა მაინც აიღოს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, უაზრო და სახიფათო პერფორმანსებით, ილუზორული და პოპულისტური შეთავაზებებით ისეთ ანტურაჟს ქმნის, თითქოსდა ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სიტუაცია იყოს. და ეს პრაქტიკულად, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ყველა ოპოფლანგს ეხება, არა მხოლოდ ნაციონალებს და მათ ანასხლეტებს.

ამ ადამიანებმა , რომლებიც ისტორიულმა უკუღმართობამ ადრეიფა ამდენი ხანი ოპოზიციურ ველზე ვერ გაიგეს, რომ “ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა”, თვალი მაინც გადაევლოთ უცხოურ პრესის და საინფორმაციო საშუალებებისთვის , თუ რა სახელმწიფოებრივი მიდგომები აქვთ ოპოზიციას ხელისუფლებასთან, თუნდაც გუშინ ოპონირების რეჟიმში ზღვარსაც რომ გადადიოდნენ. მაგრამ, ამათი დეჟავიუ სახელისუფლებო სავარძლების იქით ვერ მიდის.

ამიტომაც, დაიწყეს ამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კვლავ ბოდვები რევოლუციურ სცენარებზე, სწორი ოპონირების და შეთავაზებისას პოზიტივს მართლა დაიწერდენ, მაგრამ …ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაზე მაინც ვერ დაიწერდენ? ამ დროს კი მათივე წარმოდგენით ხომ სულ ახლოს იყვნენ ასე ნანატრ მიზანთან?

და აქ მთავრდება მათი პატრიოტიზმით და სამოქალაქო თვითშეგნებაც და დაჯდენ მიშა კოვირდრაივის რევოვუციურ მეინსტრომზე…ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანებისაგან რომლებიც 90 იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო გადატრიალებების ეპიცენტრში იყვნენ! და არც ოპოზიციისა არაფერი სცხიათ, ერთი ჩვეულებრივი მარგინალიზირებული ჯგუფები არიან!

პასუხს კი მათ მთელ ამ ქმედებებზე, ყველაზე პირუთვნელი არბიტრი, ქართველო ხალხი სულ მალე გასცემს!

არამიშასდარჩი სახლში!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება