fbpx



გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში გიგა ტატიაშვილია

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს დილით 17 ადამიანი დააკავეს. მათგან ერთ – ერთი ევროპის ჩემპიონი ჭაბუკ ძიუდოისტებში გიგა ტატიაშვილია, რომელიც იმ გოგონას კლასელი იყო, რომლის დაბადების დღეზეც დაპირისპირება დაიწყო და მოგვიანებით მაგისტრალზე გაგრძელდა.

ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი, გიორგი ყიზილაშვილი, რომელიც გიგა ტატიაშვილის მწვრთნელი გახლდათ, ამბობს, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტი “უწესიერესი და მშრომელი ბიჭია”.

“ტელევიზორით გავიგე რაც მოხდა და გაოგნებული ვარ. გიგა არის უწესიერესი და მშრომელი ბიჭი. როცა ჩემთან ვარჯიშობდა ნაკრებში ერთი შენიშვნაც არ მიმიცია. როდესაც შეკრებებზე მივდიოდით, გიგა თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, თითით საჩვენებელი ბიჭი იყო

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია