fbpx

გიორგი ფარეშიშვილი ლეიკემიას ებრძვის,გადავარჩინოთ გიორგის სიცოცხლე ერთად

ეს გიორგი ფარეშიშვილია ,დღეს ლეიკემიას ებრძვის ,ძალიან გთხოვთ ყველა ერთად დავუდგეთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს გვერდით და გადავრჩინოთ ,მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ-გიორგი ფარეშიშვილი-

ჩემო იმედით, სიკეთით, სიყვარულით და თანადგომით სავსე მეგობრებო, ახლობლებო- ყველას დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ სტამბულიდან… შესაძლოა ზუსტად იცი და არც კი უშვებ ფიქრში რომ ” ეს მე არ დამემართება” !! მაგრამ ადამიანები ხშირად ვცდებით და როგორც 6 მაისს გავიგე დამიდგინდა მწვავე ლეიკემია. ალბათ ოდნავ მაინც წარმოიდგენთ რა შეიძლება ტრიალებდეს ჩემს თავს, მაგრამ პროგნოზი არ სჩანს უიმედოდ და ყველაფერი უფლის ნებასა და ჩვენს შემართებაზეა. უნდა მოვიგოთ ეს ომიც, რათა დიდი დრო მოგვეცეს ერთმანეთის გასახარებლად❤უამრავ წერილს ვიღებ და მაპატიეთ რომ ვერ გწერთ პასუხებს. მთლად მარტივი პროცედურები არაა. ის სასწაული რომ დღეს სტამბულის კლინიკაში დაზუსტდა დიაგნოზი და იწყება დიდი კურსი მკურნალობის თქვენი თავზარდამცემი მხარდაჭერის შედეგია, თუნდაც რომლის გამოც მიღირს ბოლომდე ბრძოლა და ჩემი სიცოცხლით და სიყვარულით სამაგიეროს დაბრუნება. ეს ორგანიზებული მხარდაჭერა როგორც ვიცი დაწყებულია და გრძელდება რისთვისაც არც კი ვიცი მადლობა როგორ გითხრათ… რა სიტყვა მოვიფიქრო… მაგრამ აუცილებლად გავუძლებთ და დავამარცხებთ ლეიკემიას… ამ სიტყვებს ტყუილად არ გეუბნებით- სიცოცხლე იმარჯვებს, ჩვენ ყველა ერთად ვიგებთ ❤. ბევრი საქმე და იდეა გვაქვს განსახორციელებელი ასე რომ ცუდი ფიქრების დრო არაა! მადლობა ქართველ ექიმებს ვინც მოგვცა სწორი მიმართულებები და ჩემს დიდ სამეგობროს.. თქვენ უკვე გადამარჩინეთ პირდაპირი მნიშვნელობით და ამის გაფორმება ჩვენი რთული ომის ფინალი იქნება, როდესაც ვიტყვით – “ჩვენ დავამარცხეთ ლეიკემია! ჩვენ!”….არ ინაღვლოთ, თქვენი ლოცვები და მხარდაჭერა ყველაფერ ცუდს აჯობებს! იცოდეთ თქვენი ფარეშა ყველაფერს იზამს არ დაიღალოს კიდევ ძალიან ბევრი წელი თქვენი მადლიერებით… რამხელა სიყვარული შეგძლებიათ ადამიანებო!!!!მიყვარხართ. ანგარიშის ნომერი მითითებულია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება