fbpx

გიორგი ვოლსკი: როზნერის კონსულტანტობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე არჩევნები წააგო – პოზიტიურ ტენდენციებში ნებისმიერ კონსულტანტს საქმიანობა გაუჭირდება

როზნერის კონსულტანტობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე არჩევნები უკვე წააგო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პოზიტიურ ტენდენციებში, ნებისმიერ კონსულტანტს საქმიანობა ძალიან გაუჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტებისა და კონსულტანტების რესურსი გააჩნია. ამერიკულმა „ფარას“ კანონმა კიდევაც ამოაგდო დახარჯული მილიონები, რათა სააკაშვილისგან წამებული პრეზიდენტის ფიგურა შეექმნა. „ლელოს“ ეს რესურსი არ ჰქონია, მათ არ აქვთ იმდენი ცნობიერება და ცოდნა-გამოცდილება ამ სფეროში და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რესურსი გადაუნაწილა. ფაქტია, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ერთი მედლის ორი მხარე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს და უცხოელი სპეციალისტების პიარ სტრატეგიას მიჰყვება. ამ გეგმის ნაწილია „ლელოს“ ამერიკელი კონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელიც „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. პიარ სტრატეგიაზე ოპოზიციამ მუშაობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა მათთვის მძიმე შედეგები აჩვენა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება