fbpx



გიორგი გახარია: 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამით თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, პირ­ველ ეტაპ­ზე შე­სულ გა­ნა­ცხა­დე­ბებ­ზე კი თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვა კვლავ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და,18 წლამ­დე ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი, პი­რის სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ან სხვა აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­სა და თუ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მოხ­დე­ბა.

„კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მას­თან თან­მიმ­დევ­რო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ატა­რებს რო­გორც ვირუს­თან ბრძო­ლის, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ნა­ბი­ჯებს დგამს, რაც პირ­და­პირ ჩანს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის მარ­თვით და გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის იმ პა­კე­ტით, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა რე­გი­ონ­ში. ჩვენ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­მო­ვა­ცხა­დეთ 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტი, თუმ­ცა აქ იყო ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვაგ­ვა­რეთ. გუ­შინ გვქონ­და სა­ბან­კო სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რა და მათ­თან სა­უბ­რის შემ­დგომ მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­რი­ცხი, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ოჯა­ხე­ბი, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ იქ­ნე­ბა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­მარ­თუ­ლი. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უბ­რა­ლოდ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ბან­კო სეს­ხი, ეს თან­ხა ვერ და არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სეს­ხის და­სა­ფა­რად და ავ­ტო­მა­ტუ­რად ბან­კი ამ თან­ხას ვერ ჩა­მო­აჭ­რის. ისე­ვე რო­გორც აღ­სრუ­ლე­ბის არ­ცერ­თი მე­ქა­ნიზ­მი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ თან­ხას არ შე­ე­ხე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ პროგ­რა­მა­ზე 810 ათა­სი ბავ­შვის გა­ნა­ცხა­დია, რაც 482 ათას ოჯა­ხია.

“ეს არის ყვე­ლა­ზე სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს მი­მარ­თუ­ლია კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ღა­რი­ბის დო­ნის გაზ­რდის წი­ნა­აღ­მდეგ და პირ­ველ რიგ­ში, მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად”, – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პე­ნი­ონ­რე­ბი პენ­სი­ის აღე­ბას ყო­ვე­ლი თვეს პირ­ვე­ლი­დან 14 რი­ცხვის ჩათ­ვლით შეძ­ლე­ბენ. მისი თქმით, პენ­სი­ის გა­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­რი­გის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა, რო­მელ­საც ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნი ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­თან მო­ბი­ლო­ბი­სა და რი­გე­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პენ­სი­ე­ბი პენ­სი­ო­ნე­რებს ერი­ცხე­ბათ ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვში და ეს მუდ­მი­ვად ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით „ლი­ბერ­თი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში დის­კომ­ფორ­ტი­სა და რი­გე­ბის სა­ბა­ბი იყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეს დი­კომ­ფორ­ტის გარ­და, მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ მო­ხუ­ცე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, ამი­ტომ ჩვენ სა­ბან­კო სექ­ტორ­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პენ­სი­ე­ბის და­რი­ცხვა და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცე­მა და­ი­წყე­ბა ყო­ვე­ლი თვის პირ­ვე­ლი რი­ცხვი­დან 14 რი­ცხვამ­დე შე­სა­ბა­მი­სი გან­რი­გის მი­ხედ­ვით. რა თქმა უნდა, ყვე­ლა პე­ნი­ო­ნერს ეცო­დი­ნე­ბა თა­ვი­სი გან­რი­გი, ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ბან­კი. არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა ან ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი შე­დე­გი, რაც ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ, არის მო­ბი­ლო­ბის და­ცე­მა, რი­გე­ბი აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პენ­სია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ი­ღონ არა ერთ დღეს, არა­მედ პირ­ვე­ლი რი­ცხვი­დან 14 რი­ცხვამ­დე თან­მიმ­დევ­რუ­ლად, წყნა­რად, მშვი­დად და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ მოხ­დეს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ პენ­სი­ო­ნე­რებ­ში. ეს არის კი­დევ ერთი ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი, რომ­ლი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ზრუნ­ვას ჩვე­ნი ღვაწლ­მო­სუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი­სად­მი“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის თე­მა­ზე ისა­უბ­რა. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცხად­დე­ბა 100 მი­ლი­ონ ლა­რი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო აუქ­ცი­ო­ნი, რომ­ლი­თაც არც ერთი და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ამა­ხინ­ჯებს არა­მარ­ტო თბი­ლისს, არა­მედ ბევრ სხვა ქა­ლაქს.

„ჩვენ დღეს უნდა გა­მო­ვა­ცხა­დოთ 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სა­გა­რან­ტიო აუქ­ცი­ო­ნი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვა­ზღვევთ და­უს­რუ­ლე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბებს ქვე­ყა­ნა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რო­გორც პა­სუ­ხი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე იმის­თვის, რომ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა და მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა. იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ოჯა­ხის­თვის, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი და­ნა­ზო­გე­ბი ჰქონ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და არ შეშ­ლო­დათ მათ ხელი – ჩვენ და­ვი­წყეთ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბა, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი და ამას­თან ერ­თად დღეს გა­მო­ვი­ტანთ აუქ­ცი­ონ­ზე 100 მი­ლი­ონ ლა­რი­ან გა­რან­ტი­ას იმის­თვის, რომ არც ერთი და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა არ დარ­ჩეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რა ხდე­ბო­და 2008-2009 წლის კრი­ზი­სე­ბის პე­რი­ოდ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში დარ­ჩე­ნი­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ამა­ხინ­ჯე­ბენ არა­მარ­ტო დე­და­ქა­ლაქს, არა­მედ ბევრ სხვა ქა­ლაქს, გარ­და იმი­სა, რომ უზარ­მა­ზარ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი უკვე გა­ა­კე­თეს“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, “95 ქვე­ყა­ნას ვთა­ვა­ზობთ პროგ­რა­მას „იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვა­ხერ­ხებთ და უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი ვირუ­სის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­გი­ონ­ში, და­ვა­კონ­ვერ­ტი­როთ კონ­კრე­ტულ შე­მო­სავ­ლებ­ში ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის­თვის”.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს წა­მო­წყე­ბა ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკუთ­ვნის და მას მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

„სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბაა, რო­მელ­საც ჰქვია: „იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სულ უფრო და უფრო მეტი, რო­გორც ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის­თვის, რომ მან დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ამი­ტომ ეს პროგ­რა­მა იმუ­შა­ვებს 95 ქვეყ­ნის­თვის, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ 95 ქვეყ­ნის დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხვა გლო­ბა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს ჩვენ ვე­პა­ტი­ჟე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვთა­ვა­ზობთ მი­ნი­მუმ 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დის­ტაც­ნი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ყოფ­ნა იყოს უსაფრ­თხო მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რა თქმა უნდა, ასე­ვე კომ­ფორ­ტუ­ლი. ეს პროგ­რა­მა ატ­ვირ­თუ­ლია უკვე stop.gov.ge-ზე, სა­ი­და­ნაც ყვე­ლას შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს და დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბებს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­დევ გა­ა­კე­თებს,“ – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია