fbpx



გიორგი გახარია – “ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით მოიხსნება”

ორშაბათიდან ყველა მსუბუქი ავტომობილი თავისუფლად გადაადგილდება, ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით.

ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ამ ორი დღის შემდეგ ის შესაბამისი ის შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თავლსაზრისით აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გაყოფილია ოჯახები, ზოგი რაიონშია, ნაწილი თბილისშია დარჩენილი და ა.შ. ეს ყველა დისკომფორტი მოქალაქეებს მოვუხსნათ”.

განაცხადა პრემიერ მინისტრმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია