fbpx

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს ბათუმის ოფისიდან აძევებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს ბათუმის ოფისიდან აძევებენ. როგორც ფართის მეპატრონე ამბობს, ამის მიზეზი გახდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, გახარია-სააკაშვილს შორის შესაძლო შეხვედრასა და ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით.

პარტიამ ოფისი 2 კვირის წინ იქირავა და დაიწყო ფუნქციონირება, მეპატრონე ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მას აქვს უფლება შეწყვიტოს ეს მოლაპარაკება. ლაშა ახალაიას თქმით, ის ენდობა მედიით გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას გახარია-სააკაშვილს შორის შესაძლო ურთიერთობებზე, რაც მისთვის მიუღებელია.წყარო ,,მულტიმედია,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია