fbpx

გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები
მიმდინარეობს
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად,
გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის
მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ
მონაკვეთზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი. ახლა კი, დაახლოებით, 2 100
კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი
ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება