fbpx

გიგი კალანდაძემ ქვედანაყოფები მიატოვა ცხინვალში და თბილისში გამოიქცა-ედუარდ ჯიშკარიანი

ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი იხსენებს-თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ , სააკაშვილმა გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა გიგი კალანდაძეს (გორგასლის პირველი ხარისხი კი გათვალისწინებულია სიკვდილის შემდეგ).

უფრო მეტიც, მაგ კალანდაძეს, კიკაბიძეს და რამდენიმე მაღალ ჩინოსანს მიცეს მხოლოდ ვეტერანის სტატუსი თავიდან, ხოლო როცა ჯარმა ეს გააპროტესტა და “ბუნტების ეპოქა” დაიწყო შეიარაღებულ ძალებში, მერე მისცა ყველა მონაწილეს ვეტერანის სტატუსი.

ყველაზე მეტი გასამართლებული ჯარისკაციც, სწორედ გიგი კალანდაძის ბრიგადიდან იყო და არცერთი მაღალი რანგის ოფიცერი ოფიცერი….ქვედანაყოფები პირდაპირ მიატოვა ხელმძღვანელობის გარეშე ცხინვალში და თვითონ თბილისში გამოიქცა თითქოს დაჭრილი, ჩემი მეგობარი ამბობს რომ გაუვარდა მანქანიდან გადმოსვლისას მისივე იარაღი და ფეხში მოირტყა, სხვები და იმათიც ძნელია არ დაიჯერო, ძალით ისროლა ფეხში რომ საბაბი ქონოდა თბილისში გამოქცევის.

2001 წელს დაამთავრა აკადემია კალანდაძემ ლეიტენანტის წოდებით, 2009 წელს გენერალი როგორ გახდა?!

რვა წელიწადში მაიორს ვერ მიაღწევდა სამხედრო წესდებით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. ,,იქს-ნიუსის,,ექსკლუზივი


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება