fbpx

გიგა ბოკერია მხარს უჭერს ჰესების მშენებლობას – „ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“

„გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს.

„როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი დენი – ასე ვერ ხდება. ცნობილია, რომ ყველა სხვასთან შედარებით, ჩემი შეზღუდული ცოდნით, ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“, – ამბობს გიგა ბოკერია „გირჩი ტვ-სთან“ ინტერვიუში.

ბოკერია განმარტავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობა, ის, რომ ადამიანებს საკუთარი შეხედულება აქვთ და მას მშვიდობიანად გამოხატავენ, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებელია, თუმცა, მისივე თქმით, გამართულ აქციაზე ქსენოფობიური განცხადებები კეთდებოდა, რაც, მისივე სიტყვებით, ქვეყნის მომავლისთვის არის საზიანო.

„ამის მიღმა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო, ქვეყნის მომავლისთვის საზიანო მოტივები, რომლებიც, მე როგორც მომეჩვენა, დომინირებდა იქ. ეს არის ქსენოფობია – „უცხოელები მოდიან და ქართველობას გვართმევენ“, „სამშობლო დავიცვათ“, ეს არის ძალიან საზიანო, რუსულ პროპაგანდასთან ჰარმონიაში მყოფი თემები, რომლებიც არც მყისიერად და არც მოვალში არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ადამიანების ნაწილი, ვინც იქ ჩანდნენ, სწორედ ამ იდეების მატარებელია, რომელიც ფუნდამენტურად თავისუფლებისა და ამ ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოა“, – განაცხადა გიგა ბოკერია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება