fbpx



გიგა ბოკერია და გიგი უგულავა სამეგრელოში იყრიან კენჭს

„ევროპული საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში გიგა ბოკერია და გიგი უგულავა იბრძოლებენ.

გიგა ბოკერია მაჟორიტარად კენჭს ფოთი-ხობი-სენაკში იყრის.

გადავწყვიტე, რომ პირველად მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში, ხობსა და სენაკში. არა მარტო იმიტომ, რომ დედაჩემი არის ფოთში დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ ეს ნაწილი მთელ საქართველოში არის ყველაზე ევროპული ნაწილი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგი უგულავა – ზუგდიდი.

„ზუგდიდი არის ადგილი, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს მოქალაქეს. ამ ქალაქმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის დღიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი. ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ოკუპაციის ცოდვას და სწორედ ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

  • ზურაბ ჭიაბერაშვილი– თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
  • გიორგი ღვინიშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
  • ირმა ნადირშვილი– რუსთავი;
  • აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი;
  • ოთარ კახიძე – ქუთაისი;
  • სერგო რატიანი– საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
  • გიგი წერეთელი – ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
  • აკაკი ბობოხიძე – სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;
  • გიგი უგულავა– ზუგდიდი;
  • გიგა ბოკერია– ფოთი-ხობი-სენაკი;
  • ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
  • ხათუნა გოგორიშვილი– ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
  • ტარიელ ნაკაიძე – ხულო-შუახევი-ქედა.

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში – ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო – თემურ კახიძე.

ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია