კეზერაშვილის „ჭიანურზე“ ცეკვავენ ახლა ეს ადამიანები, მაგრამ ამ ცეკვა-ცეკვაში კისერი მოიტეხეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირება შეაფასა.
„ბოროტი განზრახვებით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც თავისი შექმნის დღიდან ებრძვის თავის ქვეყანას, ებრძვის საკუთარ ხალხს, ყოველთვის ისეთი სახით დაასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას, როგორც ახლა ასრულებენ“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ მწვავე კრიზისია – პარტიიდან წამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. განხეთქილების მთავარ მიზეზად ნიკა მელიას ფლანგი პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და მის არასწორ ნაბიჯებს ასახელებს. „ნაციონალური წევრები“ არ მალავენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა.