fbpx

გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება – ევროპარლამენტი

გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ.

ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას “ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის“ 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა.

„ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა კონკურენტულად და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტები და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარი წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ევროპის პარლამენტის წევრები ასევე დასძენენ, რომ კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინტერესი კი ამ არჩევნების პოზიტიურირი ნაწილი იყო. ამას გარდა, ევროპარლამენტარები აგრეთვე აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ისევ პოლარიზებული რჩება.

„დღეს, პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული.

ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია