fbpx

გვეყო, რა, ეს “ფსევდოლიბერალური” პროექციები ევროპაზე!-ქართველი ვარ, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარ ევროპელი!

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, -ქართველი ვარ, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარ ევროპელი!
-ჩემში მხოლოდ ქართული, ანუ კავკასიური გენებია!

“გვეყო, რა, ეს “ფსევდოლიბერალური” პროექციები ევროპაზე! ჩვენ მივაწერთ დღევანდელ ევროპას იმას, რაც მოგვწონდა მე-20 საუკუნის 80-იან, 90-იანების ევროპაში!
პირადად მე არც დემოკრატი ვარ, არც რესპუბლიკელი, არც ლიბერალი და არც კონსერვატორი-ქართველი ვარ!
-ქართველი ვარ, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარ ევროპელი!
-ჩემში მხოლოდ ქართული, ანუ კავკასიური გენებია!

ქართველი ვარ, რომლის გენში და ისტორიულ მეხსიერებაში არის: -მართლმადიდებლობა,
-ტოლერანტობა ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ! ისეთი ტოლერანტობა, 26 საუკუნის მანძილზე, ანტისემიტიზმი რომ უცხოა ჩემი ერისთვის! (ევროპას არ დასიზმრებია, არც ერთ ეპოქაში),
-ვაზის და წმინდა გიორგის კულტი, ამირანი, შოთა რუსთაველი, თამარი, ქეთევან დედოფალი, მეფე ერეკლე, მაია წყნეთელი, გიორგი სააკაძე, ვაჟა, ილია, აკაკი, გალაქტიონი, მინდია, მედეა, ჯარისკაცის მამა, სტალინი!
-ჩემი დედა ენა და იავნანა სრულიად სხვა, ქართული ფილოსოფიაა!
-ჩემი ერის სიმღერა მრავალხმიანია და უფლის ყურამდე აღწევს!
-დაიფარე, გააძლიერე, გაამრავლე, გაახარე, უფალო, ჩემი ერი და ჩემი ერის ყველა მოყვარე!” წერს მაია ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება