fbpx

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel-ი ავრცელებს.

მანამდე შოლცმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კიევი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე ამბობს უარს.

„თავი ისე გეჭიროს, თითქოს შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი ხარ, არც ისე სახელმწიფოებრივი საქციელია“, – აცხადებს უკრაინის ელჩი. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოხარული იქნება, კიევში ოლაფ შოლცს უმასპინძლოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება