fbpx

გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია, ის დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული. გელა ბეჟუაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან მხოლოდ ის იცის, რომ გელა ბეჟუაშვილი გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

ცნობისათვის, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია