fbpx

გა­ხა­რია დაბ­რუნ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ვი­დეს სახ­ლში-გია ხუხაშვილი

პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და:

“ის ფან­ჯა­რა, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ერთი კვი­რის წინ და­ხუ­რა და გა­ა­ტა­რა წი­თე­ლი ხაზი, ისევ გა­ა­ღო იძუ­ლე­ბით. ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კა­ლა­პოტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, ნდო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლია და ჩვენ უნდა და­ვე­ლო­დოთ კონ­კრე­ტულ გან­ვი­თა­რე­ბას. რად­გან და­ი­დო მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი.

კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა “ოც­ნე­ბის“ მი­სა­მარ­თით, რა­ტომ წა­ვი­და გა­ხა­რია? იმი­ტომ, რომ დღეს და­ი­წყო ის პრო­ცე­სი, რა­ზეც მუდ­მი­ვად სა­უბ­რობ­და გა­ხა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ დღე­ვან­დელ­მა ელი­ტამ აღი­ა­რა, რომ მათ და­უშ­ვეს შეც­დო­მა და გა­ხა­რია იყო მარ­თა­ლი.

გა­დად­გან შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, გა­ხა­რია დაბ­რუნ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, აღი­ა­რონ შეც­დო­მა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ვი­დეს სახ­ლში, რად­გან გა­ხა­რია აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი “ოც­ნე­ბა­ში“.

ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად სწო­რი. რაც გუ­შინ მოხ­და, ეს არის აღი­ა­რე­ბა გა­ხა­რი­ას სი­მარ­თლი­სა და ე.წ. ქო­რე­ბის სიბ­რიყ­ვის.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ წავა დათ­მო­ბა­ზე, ამას იმი­ტომ კი არ გა­ა­კე­თებს, რომ ის მი­დის დათ­მო­ბა­ზე, ის უბ­რა­ლოდ აი­ძუ­ლეს, რომ ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ჯო­ბია, ეს ასე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად მოხ­დეს და არა დიდი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რყე­ვე­ბით. ჩვენ ნუ შევ­ხე­დავთ ისე, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მხო­ლოდ ჩვენ­ზე ფიქ­რობს და ზრუ­ნავს, მას აქვს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი. ის ჩვენ მოგ­ვი­აზ­რებს რო­გორც სა­მო­მავ­ლოდ თა­ვის აქ­ტივს და ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მათ­თვის მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მათ იცი­ან, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად. მან და­ი­ნა­ხა, რომ ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს არა­ნი­რი დი­ა­ლო­გი და დი­ა­ლო­გის გა­რე­შე კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ის გვა­ი­ძუ­ლებს ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ვექ­ცეთ, გინ­და ჩემს ოჯახ­ში?! მა­შინ მე მაქვს თა­მა­შის წე­სე­ბი. ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა, რომ მენ­ტა­ლუ­რად თავი ჰქონ­დეს რუ­სეთ­ში და ერთი ად­გი­ლი გა­სათ­ბო­ბად ჰქონ­დეს ევ­რო­პა­ში. მი­შე­ლიც ამას ამ­ბობს, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით რა არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­უ­სე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ამ პრო­ცეს­ში, შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რად ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს ერთი რამ, რომ ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დეთ ვექ­ტო­რი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ევ­რო­კავ­შირს აქვს თა­ვი­სი თა­მა­შის წე­სე­ბი. რო­დე­საც ვი­ღა­ცას ეუბ­ნე­ბი, რომ შენ ოჯახ­ში უნდა ვი­ცხოვ­რო, ის გე­უბ­ნე­ბა, რომ თუ გინ­და, რომ ჩემ­თან იცხოვ­რო სახ­ლში უნდა და­იც­ვა წე­სე­ბი. ის პო­ზი­ცია, რომ შენ ოჯახ­ში მინ­და ცხოვ­რე­ბა და რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თებ და ეს შენი საქ­მე არ არის, რა თქმა უნდა, არა­ლო­გი­კუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი არის გარ­კვე­უ­ლი ტეს­ტი, რომ მათი მხრი­დან გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე, თუ რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, მა­შინ უნდა ითა­მა­შონ ამ წე­სე­ბით და თუ ისი­ნი ამას არ გა­ა­კე­თე­ბენ და არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან წე­სებს, მა­შინ გა­მო­დის, რომ ეს არის ყალ­ბი არ­ჩე­ვა­ნი და ისი­ნი უბ­რა­ლოდ გვა­ტყუ­ე­ბენ“

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა გუ­შინ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა. რო­გორც შარლ მი­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­იჭ­რას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და შეხ­ვედ­რა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება