fbpx

გახარიას ზედმეტსახელი იყო ,,ბოლი,,-ირაკლი კობახიძე

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კოახიძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძესთან ერთად ვიხილოთ გიორგი გახარიას კანდიდატურაც.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა.

„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, – თქვა ირკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება