fbpx

გაოცებული ვარ გრიგოლის პოზიციით-თაკო ჩარკვიანი

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმაურება.

„გუშინ საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ დაილაპაკეთ  მაგიდასთანო და როგორც ჩანს, ეს აქედან გამომდინარეობს. ეს კონკრეტულად გრიგოლ ვაშაძის პოზიციაა. ეს ბატონი გრიგოლისგან რაღაც ახალია. ვაშაძე რომელ სადაო უბნებზე საუბრობს, მთლიანად გადაყრილია, როგორ ხდება ეს? სამართლებრივად შესაძლებელია, რომ თითო-თითო უბანი გადათვალონ? ხალხი ცოდვაა, ნუ მოვატყუებთ

ეს ის პოზიციაა, რაც დავით უსუფაშვილმა გუშინ გააჟღერა. რა პარლამენტი, რა კომისია, რისი გამოძიება მოახერხა ოდესმე ოპოზიციამ, რომ ეს მოახერხოს? მე ახალი შემოსული ვარ პოლიტიკაში, არ ვაპირებ, ერთმა მოქალაქემაც რომ თქვას, 30 წლის მოთაღლითე გამხდარა ეს თაკო ჩარკვიანიცო, გამორიცხულია, მიმიფურთხებია ასეთი დეპუტატობისთვის. გაოცებული ვარ გრიგოლის პოზიციით, ცოტა ადრე რატომ არ მოვისმინეთ ეს?“ – განუცხადა “პრაიმტაიმს” ჩარკვიანმა.

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია