fbpx

გამყრელიძე ,,სინოფარმით,აიცრა

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ დღეს ახა­ლი ვაქ­ცი­ნით, “სი­ნო­ფარ­მით“ პირ­ვე­ლად მე ავი­ცე­რი, ეს არის 45 ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, “სი­ნო­ფარ­მით“ აც­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, “სი­ნო­ფარ­მი“ არის მე­სა­მე ვაქ­ცი­ნა, რომ­ლით ვაქ­ცი­ნა­ცი­აც ქვე­ყა­ნა­ში ინერ­გე­ბა.

“დღე­ი­დან და­ი­წყო ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნით “სი­ნო­ფარ­მით“ აცრა, რო­მე­ლიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა, 45 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი. ის დამ­ზა­დე­ბუ­ლია ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით.

ბავ­შვო­ბის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვთ აც­რე­ბი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით, ეს არის ინაქ­ტი­ვი­რე­ბულ ვირუს­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა. აპ­რილ­ში შე­მო­ვი­და 100 ათა­სი დოზა და დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა აც­რე­ბი.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მე აცრა ჩა­ვი­ტა­რე ჩემს ალმა-მა­ტერ­ში, ჩემს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ექიმს. მათ­თან ერ­თად მე გა­ვი­ზარ­დე და აქ გა­ვა­ტა­რე 25 წელი ჩემი ექი­მო­ბის. მი­ხა­რია, რომ პირ­ვე­ლი აცრა აქ გა­ვი­კე­თე“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე “სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნით სა­ჯა­როდ აიც­რა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ვაქ­ცი­ნა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­ი­კე­თა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 მა­ისს “სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ 30 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 33 ამცრე­ლი ბრი­გა­დით და­ი­წყე­ბა, ხოლო 5 მა­ი­სი­დან მათ რი­ცხვს კი­დევ 44 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება