fbpx

გადაითვალა 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, მათგან 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გადაითვალა 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, მათგან 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა.

მისი თქმით, 3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ ჩატარდა.

“68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც:

წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;

ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით”.- აცხადებს იოსელიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება