fbpx



“გაათეთრეთ,, მკვლელები თქვე ნაგვებო, მირიან ნიკოლაძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის უფლებადამცველი, მირიან ნიკოლაძე “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში.

ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი

რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო”.

არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: “ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო”.

მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ…

მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შემდეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!” – წერს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში იმ კამერების ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია