fbpx

ბუკნარში, “ნაცმოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკ­ნარ­ში, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხმა­უ­რი იყო. ერ­თმა­ნეთს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი ბესო ქა­თა­მა­ძე და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ქა­თა­მა­ძემ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი ად­გი­ლობ­რი­ვებს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას დაჰ­პირ­და და მას და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას პრო­ვო­კა­ტო­რი უწო­დეს. ბესო ქა­თა­მა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და გა­ნა­ცხა­დეს. რომ ამით ტე­რი­ტო­რი­ას გა­ნა­რი­დეს.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე ანა­ნი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად არა­ვინ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ბესო ქა­თა­მა­ძე სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ნა­რი­დეს, ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და ახლა პო­ლი­ცი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა.

“ბესო ქა­თა­მა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ვიყ­ვე­ნეთ და არის პო­ლი­ცი­ა­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის მიზ­ნით. სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გუ­ში­ნაც და მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­შიც, რამე გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ვე­ლო­დე­ბით. აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გა­ურ­კვევ­ლო­ბა და რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ანა­ნი­აშ­ვილ­მა.

ბუკ­ნარ­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ლოც­ვა აღავ­ლი­ნეს. დე­კა­ნოზ ბა­სილ გო­გო­ტიშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლამ უნდა შე­უ­წყოს ხელი სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­შვი­დე­ბას. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მუს­ლიმ და ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„ლოც­ვა ყო­ველ­თვის არის სა­კე­თილ­დღეო. დღეს პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რეს მა­მებ­მა იმის­თვის, რომ იყოს მშვი­დო­ბა. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია, ეპარ­ქი­ის და ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მე­უ­ფე იო­სე­ბის, რომ ყვე­ლამ შე­ვუ­წყოთ ხელი იმას, რომ სი­ტუ­ა­ცია დამ­შვიდ­დეს, და­პი­რის­პი­რე­ბა აღარ იყოს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­ძელ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ მე­ზო­ბელ ძმებს შო­რის, რო­გორც აქამ­დე იყო. მი­ე­ცეთ მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ, სა­დაც ლო­ცუ­ლობ­დნენ და მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მრევ­ლმა ილო­ცოს იქ, სა­დაც ლო­ცუ­ლობ­დნენ. მათ შო­რის იყოს სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა“, – აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დე­ბა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დე­ბა, თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ჩვენ რო­გორც აქამ­დე ვურ­თი­ერ­თობ­დით, ისე გა­ვაგ­რძე­ლებთ და ჩვენს შო­რის იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც იყო აქამ­დე. ბუკ­ნარ­ში სახ­ლი შე­ი­ძი­ნა მუს­ლი­მი თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­ცა­ვად, რო­გორც შემ­დეგ გან­მარ­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იქ მე­ჩე­თი უნდა გა­კეთ­დეს და იმ გა­გე­ბით, რომ იქ­ნე­ბო­და ხმა­მა­ღა­ლი ლოც­ვა, ამან გა­მო­იწ­ვია ეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ზო­გა­დად კონ­ფლიქ­ტი არის ის, რომ ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის სწო­რად“, – გა­ნა­ცხა­და შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა დე­კა­ნოზ ბა­სილ გო­გო­ტიშ­ვილ­მა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია