fbpx

ბუბა კიკაბიძე საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან. მე მაგას საერთოდ არ ვთვლი ადამიანად – გეგა კობახიძის დედა

უსინდისობის უსინდისობაა ბუბა კიკაბიძის სიაში ჩასმა იმის მხრიდანაც ვინც პირველ ნომრად ასახელებს და თავადაც არ აქვს თავმოყვარეობაც – ამის შესახებ, გეგა კობახიძის დედამ ნათელა მაჭავარიანმა “პრაიმტაიმთან” განაცხადა.

“ბუბა კიკაბიძე საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან. ძალიან გთხოვთ. მე მაგას საერთოდ არ ვთვლი ადამიანად. უსინდისობის უსინდისობაა მისი სიაში ჩასმა იმის მხრიდანაც ვინც პირველ ნომრად ასახელებს და თავადაც არ აქვს თავმოყვარეობაც

ვინანე, არ უნდა გამეხმოვანებინა მაგის არაკაცობა, შვილები და შვილიშვილები ყავს. ყველაფერი არქივში მაქვს ჩაბარებული და როცა აღარ ვიქნები, გაიხსნება ის არქივი და გაიგებს ხალხი ვინ ვინ არის”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება.

ცოტა ხნის წინ კი ნათელა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ვახტანგ კიკაბიძემ გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ 1983 წლის 18-19 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, შვიდმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი იყო, ავიაკომპანია “აეროფლოტის” სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია